ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მისაღები:40 სტუდენტი

სწავლის დრო:4 წელი

ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭიროა:

·       სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი       დოკუმენტი;  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის, ნებისმიერი უცხო ენისა და მათემატიკა/ისტორიის  წარმატებით ჩაბარება და ქუთაისის  უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება.

·       საქართველოს მოქმედი  კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია პროგრამაზე სტუდენტების მიღება:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;

2. შიგა და გარე მობილობით.

პროგრამის მიზანი

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზნებია სტუდენტს:

1.         მისცეს ფართო თეორიული ცოდნა ბიზნეს-საქმიანობისა და მისი ფუნქციონლაური სფეროების შესახებ;

2.         გამოუმუშაოს ცვალებად გარემოში მიმდინარე პროცესების შეფასებისა და კრიტიკულად გააზრების შესაძლებლობა;

3.         განუვითაროს სხვადასხვა დონის მენეჯმენტისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც შეესაბამება ფინანსური, მარკეტინგული, ბუღალტრული და სხვა ფუნქციების ეფექტიან შესრულებას;

4.         განუვუთაროს ღირებულებები და დამოკიდებულება, რაც უზრუნველყოფს მის ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ, ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად;

5.         შეუქმნას პირობა, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს სწავლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

დასაქმების სფეროები

       ნებისმიერი საწარმოს მართვის ქვედა და საშუალო დონეებზე საჯარო თუ კერძო სექტორებში;

      ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციებში;

      სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში;

      კომპანიის დირექტორატის ოფისებში, ოპერაციულ მენეჯმენტში, მარკეტინგსა და გაყიდვებში, კადრების მართვაში, ფინანსებში, ბუღალტერიაში, ადმინისტრაციაში, მართვის საინფორმაციო სისტემებსა და ბიზნესის სხვა ფუნქციონალურ სფეროებში;

      საჯარო დაწესებულებებისა  და საბიუჯეტო ორგანიზაციების ეკონომიკური მიმართულების სტრუქტურულ ერთეულებში;

      საკონსულტაციო ცენტრებში;

      საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობებში.