ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

უცხოელ სტუდენტთათვის

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, ან უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N 224 ბრძანებით.

2019–2020  წლისათვის ქუთაისის უნივერსიტეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინას ინგლისურ ენაზე.

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინა (ინგლისური), 360 კრედიტი (ECTS).

სწავლების ენა: ინგლისური

სწავლების საფასური: ინგლისურენოვან პროგრამაზე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის 4500 აშშ დოლარი წელიწადში.

უცხოენოვან პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვამდე ხორციელდება ენობრივი კომპეტენციის დადგენა აპლიკანტთან ინტერვიუს საფუძველზე, რომელიც ტარდება ელექტრონულად პროგრამა Skype-ის მეშვეობით (Skype name: Eka.vatsadze). აპლიკანტთან შეთანხმებით ხორციელდება ინტერვიუს ჩაწერა და ამის საფუძველზე კოორდინატორი ამზადებს საანგარიშო მოხსენებას, რომელიც თან ერთვის ცენტრში გასაგზავნ დოკუმენტაციას;

აპლიკანტები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს, თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან:

  • აპლიკანტი არის ინგლისურენოვანი ქვეყნის მოქალაქე და მიღებული აქვს განათლება ინგლისურ ენაზე;
  • აპლიკანტი ფლობს ვალიდურ IELTS – ის  (>5.0), TOEFL – ის (>45)  ან B2 საფეხურის შესაბამის ინგლისური ენის სერთიფიკატს.

სტუდენტთათვის, რომელთა ინგლისური ენის დონე საჭიროებს გაუმჯობესებას, ფუნქციონირებს მოსამზადებელი კურსი, რომლის ხანგრძლივობაც განისაზღვრება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, სტუდენტთა საჭიროებიდან გამომდინარე.

კურსზე ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრისათვის.

ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ საჭიროებისამებრ სკოლის დამთავრების სერტიფიკატისა და სააპლიკაციო ფორმის (დანართი 1) წარდგენისას.

სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პასპორტის ასლი;
  • სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უცხო ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1);
  • დაბადების მოწმობა (არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში);
  • მშობლის ან ოფიციალური მეურვის პასპორტის ასლი (არასრულწლოვანი
  • აპლიკანტის შემთხვევაში);
  • აფიდევიტი (იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტებში ფიქსირდება შეუსაბამობა სახელსა და გვარს შორის);
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების რეგულაციების მიხედვით შესაძლებელია აპლიკანტს დასჭირდეს დამატებითი საბუთების წარდგენა.
  • ჯანმრთელობის სერტიფიკატი;

სწავლის მსურველმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენამდე, უნდა მოახდინოს უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge  საკონტაქტო: ( https://eqe.ge/geo/contact/381  ).

ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულად და დადასტურდეს ნოტარიულად;

არასრული დოკუმენტაციის შემთხვევაში საბუთები არ მიიღება განსახილველად.

მომავალ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ვიზა:

სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ გვერდს: geoconsul.gov.ge

საცხოვრებელი:

შპს ქუთაისის უნივერსიტეტს არ აქვს საერთო საცხოვრებელი. (კერძო ბინების დაქირავება შესაძლებელია უნივერსიტეტის მიმდებარე უბნებში, ფასი მერყეობს თვეში 100-300 აშშ დოლარამდე).

სამედიცინო  დაზღვევა:

სტუდენტები ვალდებულნი არიან წარადგინონ  ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევის მოწმობა ყოველი სემესტრის დასაწყისში (სხვადასხვა პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 15-30  აშშ დოლარამდე).

 

აპლიკაციის გადმოწერა