ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ვაკანსიები - კონკურსები

განაცხადი ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა 2020

ქუთაისის უნივერსიტეტი წარმოადგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრს, რომელიც დაფუძნებულია სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჰარმონიული თანამშრომლობის პრინციპებზე. ის ერთ-ერთი პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, 28 წლიანი წარმატებული გამოცდილებით, რომელსაც ყავს ახალგაზრდა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.


ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას

** სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსების შესაძლებლობას

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს

** უახლეს ტექნოლოგიებს.


სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.unik.edu.ge/

კომპანიის დასახელება: შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება: კონკურსი აკადემიური თანამდებობათა დასაკავებლად

განთავსების თარიღი/ბოლო ვადა: 2020 წლის 19 თებერვლიდან  2020 წლის 19 მარტის ჩათვლით

მდებარეობა: ქუთაისი

ტელეფონი: +995 598 124611

საკონტ. პირი: თიესა მორჩაძე

კატეგორია: ტრენიგი / სწავლება

ქვეკატეგორია: ლექტორი/ პროფესორი/ უმაღლესი / უნივერსიტეტი

განაკვეთი : სრული

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“ - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს კონკურს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:


  1. საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით: 

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული 



  1. ფინანსების მიმართულებით:

პროფესორი - 2 საშტატო ერთეული


საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:

პროფესორად შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 


შერჩეული აკადემიური პერსონალისთვის აუცილებელი პირობაა აფილირება შპს“ქუთაისის უნივერსიტეტთან“.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ: 

** რეზიუმე (CV) ;

** პირადობის მოწმობის ასლი; 

** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები; 

** სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით) და დამადასტურებელი ინფორმაცია; 

** შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად;

** არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  2020 წლის 19 მარტის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ "კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად". 


ასევე, განაცხადი მიიღება მისამართზე: შპს „ ქუთაისის უნივერსიტეტი“, ქუთაისი, წერეთლის ქ. #13, მე-2 სართული, ოთახი #204 . 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ +995 598 124611


კონკურსი ჩატარდება ოთხ ეტაპად: 


* კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობა/შესწავლა;

** ტესტირება უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული);

*** საჯარო ლექციის წარდგენა;

**** გასაუბრება.