ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტისა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სამართლის მეცნიერებისა და იურიდიული განათლების განვითარების, ასევე საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა ურთიერთთანამშრომლობის გზით და წინამდებარე მემორანდუმით განსაზღვრული პირობებით.

მემორანდუმის შესრულების მიზნით მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

  • უნივერსიტეტი კავშირთან ერთად გეგმავს და მონაწილეობას იღებს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში;
  • უნივერსიტეტი შესაძლებლობების შესაბამისად უზრუნველყოფს კავშირისთვის ლექციების, დისკუსიებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებისათვის აუდიტორის და დარბაზის გამოყოფას;
  • უნივერსიტეტი და კავშირი ახდენენ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მათ ოფიციალურ ვებ.გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსების მეშვეობით;
  • უნივერსიტეტი და კავშირი განახორციელებენ სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა თეორიული, პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივ პროექტებს;
  • უნივერსიტეტი და კავშირი მოაწყობენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს, აგრეთვე ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, სემინარებს სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე;
  • განახორციელებენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალსა და კავშირის წევრების ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს;
  • უნივერსიტეტთან ერთად კავშირი გეგმავს და მონაწილეობას იღებს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში.

ბოლო სიახლეები