ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტი კარიერული ორიენტაციის დღეების მასპინძელია

29 თებერვალს და 1-ელ მარტს  ქუთაისში კარიერული ორიენტაციის დღეები  მოეწყო, სადაც ახალგაზრდების ერთ-ერთი მასპინძელი ქუთაისი უნივერსიტეტი იყო.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსმა გაგა ჩიხლაძემ დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს  ჩვენი საგანმანათლებო პროგრამები და ქუთაისის უნივერსიტეტის უპირატესობები გააცნო.

ჩვენს  სტენდთან მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 3D კალმით თავადვე დაეხატათ , დაეთვალიერებინათ 3D პრინტერი და მასზე შექმნილი ნამუშევრები.
წარმოდგენილი იყო ვირტუალური ლაბორატორიაც, რომლის მიზანი სამედიცინო მიმართულების სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გაუმჯობესებაა.