ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

Unik-ში აკადემიური კონკურსი დისტანციურად ჩატარდა

Unik-ში აკადემიური კონკურსი დისტანციურად ჩატარდა


ქუთაისის უნივერსიტეტმა კონკურსი საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის 3 აკადემიური თანამდების დასაკავებლად (ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით) ჯერ კიდევ covid 19-ის გავრცელებამდე გამოაცხადა. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მისი ჩვეულ გარემოში ჩატარება კი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აცილება იქნებოდა. უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა გადაწყვიტა, კონკურსი არ გადაედო და გამოწვევად მიეღო.

 Unik-მა პანდემიის ფონზე აკადემიური კონკურსის ყველა ეტაპი სრულად ონლაინ რეჟიმში ჩაატარა, რაც არა მარტო ქუთაისის უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პირველი შემთხვევაა.

პროცესი სრულიად ინტეგრირებულ ონლაინ-სივრცეში პლატფორმა Zoom-ის, google drive - ისა და Classroom-ის მეშვეობით საკონკურსო წესებისა და შეფასების სისტემის დაცვით წარიმართა.

ტესტირების ეტაპზე უნივერსიტეტმა Google-ის ელექტრონული სწავლების პლატფორმა Classroom-ი გამოიყენა, სადაც ინგლისური ენის ტესტი აიტვირთა. მისი ნახვის შესაძლებლობა კონკურსანტებს დროის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთში ჰქონდათ. ტესტის მიმდინარეობას პლატფორმა Zoom -ის საშუალებით ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლები აკვირდებოდნენ. აპლიკანტთა მუშაობის პროცესის ჩანაწერი საკონკურსო ელ-დოკუმენტებში შეინახება.

 დღეს კონკურსანტებმა დასკვნითი ეტაპი გაიარეს.



ბოლო სიახლეები