ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

UNIK პოდკასტები - უპირატესი შესყიდვის უფლების არსი

თამარ მსხვილძე

ქუთაისის უნივერსიტეტის აფელირებული ასისტენტი;
იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია უპირატესი შესყიდვის უფლება. თუ მესაკუთრე გადაწყვეტს ქონების გასხვისებას და ფასის ან სხვა ფაქტორის გათვალისწინებით მოისურვებს მისი შეძენის პირველი შანსი უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს მისცეს, მაშინ მას წარმოეშობა უპირატესი შესყიდვის უფლება.
უპირატესი შესყიდვა, როგორც საკუთრების წარმოშობის უძველესი ინსტიტუტი სათავეს რომის სამართლიდან იღებს (მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Protimisis). ქართული სამართალი ამ უფლებას ახლობელთა წრეში მოიაზრებდა. თუმცა თანამედროვე სამართალში ნათესაობა უკვე აღარ წარმოადგენს ამ უფლების წყაროს და კანონმდებლობა სრულიად განსხვავებულ საფუძველზე აგებს უპირატესი შესყიდვის უფლებას. ამდენად, მთავარია თვით იმ ურთიერთობის ხასიათი, რომელიც მხარეთა შორის არსებობს.