ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

UNIK პოდკასტები - "უხერხული გადასახადები"

ნიკოლოზ ჩიხლაძე

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი;
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი;
საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

  გადასახადები  უძველესი დროიდან იღებენ სათავეს. გადასახადი ოდითგანვე იყო ხაზინის, ბიუჯეტის შევსების საშუალება, თუმცა საკუთრივ საგადასახადო სისტემა მოგვიანებით წარმოიშვა, სახელმწიფოსთან ერთად.

  გადასახადები ასრულებდნენ და ასრულებენ ფისკალურ, ანუ ბიუჯეტის შევსების ფუნქციას. თუმცა ადამიანთა ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს, გადასახადის სახეობებშიც გამოვლინდა. ამჯერად, გთავაზობთ უხერხულ გადასახადებს, რომელთაგან ზოგიერთს საკმაოდ მაღალი სიცოცხლისუნარიანობა აღმოაჩნდა.