ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ფრიდრიხ ემბერტის ფონდის გრანტის მფლობელი კონკურისის მონაწილეები არიან

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ფრიდრიხ ემბერტის ფონდის გრანტის მფლობელი კონკურისის მონაწილეები არიან

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია CELA-ს პროექტი „“სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” ფრიდრიხ ემბერტის ფონდის გრანტის მფლობელი გახდა. პროექტში ჩართულნი არიან ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებთანაც გასულ კვირას ასოციაციის დირექტორმა თამარ ქარაიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოაწყო. მან პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სტუდენტებმა კი ერთმანეთს სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით დაგროვებული გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის ორგანიზება ქუთაისის უნივერსიტეტის სამოქლაქო განათლების ლექტორმა თინათინ მეფარიშვილმა მოაწყო. ის სამოქალაქო ლექტორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პროექტის კოორდინატორია იმერეთის მხარეში.
პროექტში მონაწილეობისთვის სტუდენტები რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩნენ. მათ შორისაა მაღალი აკადემიური მოსწრება და ინტერესი საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ. მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტში გავლილი აქვთ საგანი ,,დემოკრატია და მოქალაქეობა“.


ბოლო სიახლეები