ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის - პროფესორის და  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის - პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად


შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის - პროფესორის და  ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

1.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:

 

დარგობრივი ინგლისური ტურიზმის მიმართულებით-  1 ასოცირებული პროფესორი;

რუსული ენა-  1 ასოცირებული პროფესორი;

გერმანული ენა - 1 ასოცირებული პროფესორი;

ფრანგული ენა - 1 ასოცირებული პროფესორი;

გეოინფორმაციული სისტემები ტურიზმში -1 ასოცირებული პროფესორი;

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები- 1 ასოცირებული პროფესორი;

ოპერაციათა მენეჯმენტი- 1 ასოცირებული პროფესორი;

ფილოსოფიის შესავალი- 1 ასოცირებული პროფესორი;

მსოფლიო კულტურის ისტორია - 1 ასოცირებული პროფესორი;

ფინანსური ანალიზი- 1  ასოცირებული  პროფესორი;

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები- 1 ასოცირებული პროფესორი;

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები-1 ასოცირებული პროფესორი;

სამეცნიერო კვლევის სტრუქტურა, მეთოდები და ეთიკა- 1 ასოცირებული პროფესორი;

ბიზნესის ეთიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;

სწავლების თანამედროვე მეთოდები- 1 პროფესორი;

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის ორგანიზებაში- 1 პროფესორი;

კვლევის მეთოდები - 1 პროფესორი;

 

 

2.    საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):

·         დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

·         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

·         შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;

·         შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

·         დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

·         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

·         სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;

·         შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

 

3.     საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში info@unik.edu.ge);

) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების,1 პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;

) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსი ჩატარდება შპსქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

1.                  პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.

2.                  მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

4. . კონკურსის ვადები

1. კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 1 სექტემბრიდან;

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის  1 ოქტობრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით; 

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2020  წლის 13 ოქტომბრისა;

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020   წლის 16 ოქტომბრისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020  წლის 22 ოქტომბრისა; 

7. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში  2020 წლის 1 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.

 

5. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, info@unik.du.ge

ტელ: +995 (431) 23 79 79

 

 

 

1  იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადა                 სტურებელი დოკუმენტი.


ბოლო სიახლეები