ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

   2020-2021 სასწავლი წლის შემოდგომის სემესტრის დასაწყისში 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტის I-IV კურსის სტუდენტებთან ონლაინ რეჟიმში გაიმართა საინფორმაციო კვირეული ,  სხვადასხვა კურსის სტუდენტებს შეხვდნენ უნივერსიტეტის ვიცე რექტორი აკადემიური მიმართულებით, ფაკულტეტის დეკანი, იურიდიული სამსახურის უფროსი, ბიბლიოთეკის, საგამოცდო ცენტრისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები. შეხვედრისას სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის განახლებული მარეგულირებელი დოკუმენტების შესახებ, კერძოდ: ეთიკის კოდექსის, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის, საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების წესის, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესისა და საბიბლიოთეკო რესურსის ეფექტურად გამოყენების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მნიშვნელობას და სტუდენტებს განემარტათ ის შედეგები, რასაც გამოიწვევს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევა.