ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

შიდა სამეცნიერო-კვლევითი კონკურსი

შიდა სამეცნიერო-კვლევითი კონკურსი

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა სამეცნიერო-კვლევით კონკურსს.                                                     

კონკურსში მონაწილეობის პირობები

1. საკონკურსო კვლევითი პროექტის თემატიკა:  კოვიდ-19 გავლენები რეგიონის ეკონომიკაზე (შრომითი ბაზრის ცვლილებები რეგიონში, ტურიზმის სფეროს პრობლემები, ა.შ.) 

2. კონკურსში მონაწილე სუბიექტები

შიდა სამეცნიერო-კვლევითი კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) წამყვანი მკვლევარი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;

ბ) მკვლევარი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე;

გ) მკვლევარის ასისტენტი - ქუთაისის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი (1-3 სტუდენტი).

3. საკონკურსო დოკუმენტაცია

საპროექტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე მხოლოდ ელექტრონულად მოთხოვნილი დოკუმენტების სრული პაკეტით. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა. განაცხადის ფორმა (დანართი 1);

ბ. საპროექტო განაცხადი ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (დანართი 2);

გ. განაცხადის ყველა მონაწილის CV/რეზიუმე (ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (დანართი 3) (ქართულად/ინგლისურად);

დ. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ქართულად/ინგლისურად);

ე. უნივერსიტეტის სტუდენტის ცნობა (სტუდენტებისათვის) (ქართულად/ინგლისურად);

ვ. პროექტის განხორციელების განრიგი-საკვანძო ეტაპები (ქართულად/ინგლისურად);

ზ. პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება (დანართი 4) (ქართულად/ინგლისურად);

თ. ინფორმაცია თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში) (ქართულად/ინგლისურად);

ი. თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებაზე (ქართულად/ინგლისურად).

4. კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. 

5. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ოქტომბერი. 

საპროექტო განაცხადები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე : [email protected].


ბოლო სიახლეები