ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საერთაშორისო კონფერენცია - „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“

საერთაშორისო კონფერენცია - „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“

  მოგახსენებთ, რომ ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით იგეგმება I საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებითსწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“. აღნიშნული კონფერენციის მიზანი გახლავთ საგანმანათლებლო სივრცეში, მკვლევარების და განათლების ექსპერტების მიერ, სწავლება სწავლის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ხელშეწყობა.

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი განათლების ექსპერტები.

გარდა ამისა, გამოცხადებულია აბსტრაქტების მიღება, ძირითადი საკითხები გახლავთ:

1. სწავლება სწავლის ინოვაციური მეთოდები;

2. შეფასების ინოვაციური მეთოდები;

3. ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში;

4. ელექტრონული სწავლება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა გახლავთ

2020 წლის 30 ნოემბერი, ხოლო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება 2020 წლის 15 დეკემბერს.

გლობალური პანდემიის პირობებში, მიმდინარე წელს, კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.imttahe.ge/

 


ბოლო სიახლეები