ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

2010-2011 სასწავლო წლის კონკურსი

ქუთაისის უნივერსიტეტი 2010-2011 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, რომელიც ჩატარდება ა.წ. 13-14 მარტს. მონაწილეები ტესტირებას გაივლიან მათემატიკაში. კონკურსში გამარჯვებული I ადგილზე გასული აბიტურიენტი ქუთაისის უნივერსტიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღებს 100%-იან, ხოლო II და III ადგილზე გასული აბიტურიენტები 50%-იან დაფინანსებას. თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, მათ 4 წლის განმავლობაში ყოველთვიურად დაენიშნებათ სტიპენდია მოპოვებული გრანტის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 1 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სკოლიდან, რომ ირიცხება დამამთავრებელი კლასის მოსწავლედ ან საშუალო განათლების ატესტატი.

საბუთები მიიღება მისამართზე: ქ.ქუთაისი, წერეთლის ქ. #13.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: (8231)42373 , (8231)43314


ბოლო სიახლეები