ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

უკვე თეოლოგიის დოქტორიც...

ქუთაისის უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს ბატონ ნიკო ჩიხლაძეს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა...

ბატონი ნიკო ჩიხლაძე მრავალი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია.

მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს მაკრო და რეგიონული ეკონომიკა. ბოლო წლებში  კი

მისი კვლევისა და ინტერესის საგანს ქრისტიანობის ეკონომიკური საფუძვლები  დაემატა. სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად იბეჭდება ბატონი ნიკოს საინტერესო სტატიები და კვლევები  ეკონომიკისა და მართლმადიდებლური სწავლების ურთიერთკავშირზე. მისი ავტორობით გამოცემული „ეკონომიკა და მართლმადიდებლური სწავლება“, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი უნივერსიტეტის

სტუდენტებისათვის სამაგიდო წიგნად იქცა.

ახლახანს, 18 ივნისს უკრაინაში, უჟგოროდის წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის ღვთისმეტყველების აკადემიაში, ნიკო ჩიხლაძემ წარმატებით დაიცვა დისერტაცია  თემაზე  “მართლმადიდებლობის ეკონომიკური პარალელები“. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. აღნიშნული ფაქტი ორმაგად სასიამოვნოა თითოეული ჩვენგანისათვის, რადგან როგორც წესი, უმთავრესად ეს ხარისხი ძირითადად სასულიერო პირებს ენიჭებათ.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი,  ადმინისტრაცია, ყველა თანამშრომელი  და სტუდენტთა დიდი არმია ვულოცავთ ბატონ ნიკოს ამ წარმატებას! ვუსურვებთ ღვთის წყალობას,  ჯანმრთელობას და ძლიერებას ოჯახთან ერთად, მომავალ წარმატებებს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში.

{Gallery dir='news/05-07-2011'}

ბოლო სიახლეები