ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის (ISBO) ელიტ რაუნდი იწყება

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის (ISBO) პრესკონფერენცია. პრესკოფერენციას, რომლის მიზანი ოლიმპიადის ყველა თანაორგანიზატორი უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდების ურთიერთშეხვედრა და ბიზნეს ოლიმპიადის ელიტ რაუნდის დაწყების მედიაში გაჟღერება იყო, ჩვენი უნივერსიტეტის - პროექტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორის, სამი სტუდენტი ესწრებოდა. ელიტ რაუნდისთვის გუნდების ინტერნეტით დარეგისტრირების ბოლო ვადად  2011 წლის 14 ოქტომბერი გამოცხადდა.

საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა არის სტუდენტური ბიზნეს შეჯიბრი, რომლის მიზანია ბიზნეს განათლების პოპულარიზაცია და წარმატებული ახლგაზრდების სტიმულირება. მიმდინარე ბიზნეს ოლიმპიადა რიგით მეექვსეა, რომელიც პირველად ტარდება საერთაშორისო მასშტაბით. ქუთაისის უნივერსიტეტი მეორედ ებმება ამ პროექტში, რომლის უშუალო ორგანიზატორს და ხელმძღვანელს ჩვენი თანაქალაქელი ბნ. ტარიელ ზივზივაძე წარმოადგენს.

ISBO-ს შეჯიბრის მთავარი მექანიზმია სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - B-STRAT. ვირტუალურ ბიზნეს გარემოში სტუდენტური გუნდები აყალიბებენ ვირტუალურ კომპანიებს, აწარმოებენ და ვირტუალურ ბაზარზე ყიდიან პროდუქტებს, იგებენ ვირტუალურ ფულს და იმარჯვებენ. შემფასებელი თავად კომპიუტერული პროგრამაა, რაც 100%-ით უზრუნველყოფს ობიექტურობას. პროექტის ოფიციალური ენებია ინგლისური და ქართული.

რაუნდში მაქსიმუმ 100 გუნდის მონაწილეობაა შესაძლებელი. ქუთაისის უნივერსიტეტი წარმოდგენილი იქნება 3 გუნდით. თითოეულ გუნდში 4-4 სტუდენტი (მესამე კურსელი ბაკალავრები და მაგისტრები) იქნება გაერთიანებული. 

მთავარი პრიზი ელიტ რაუნდის გამარჯვებული სტუდენტისთვის ხელზე 5 000 ლარს შეადგენს.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ სტუდენტებს !!!!


ბოლო სიახლეები