ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტის 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის პირველი დღე

 

31 ოქტომბერს ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა ქუთაისის უნივერსიტეტის 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული. დარბაზში საზეიმო განწყობა სუფევდა. მოწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს მუშაკები კულტურული, საგანმანათლებო, საბანკო, სადაზღვევო სისტემებიდან, მასმედიისა და ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები.

გადაჭედილ დარბაზში ახალგაზრდების მხიარული და ნათელი სახეები ჭარბობდა, რამეთუ ეს დღე ხომ უპირავლესად ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების ზეიმი გახლდათ.

უნივერსიტეტს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ქალაქ ქუთაისის მერმა ბატონმა გიორგი თევდორაძემ,ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიორგი ღავთაძემ, პრივატბანკის ქუთაისის ფილიალის მმართველმა ბატონმა სერგო ლექვინაძემ,უნივერსიტეტის დამაარსებლების-ბატონ ვალერიან ქელბაქიანისა და ბატონ რევაზ ლაღიძის მეგობარმა და თანამედროვემ პროფესორმა რობერტ გოლეთიანმა. უნივერსიტეტის რექტორის_ ქალბატონ ლელა ქელბაქიანის მილოცვასა და სამადლობელ გამოსვლას კი თან ახლდა 2010-2011 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი. სცენა მანტიებით შემოსლი ახალგაზრდებით აივსო, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია სხვადასხვა სფეროში. კურსდამთავრებულთა სახელით მონიკა ლაგვილავამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის.

საზეიმო საღამო გაალამაზეს მომღერლებმა ანრი ჯოხაძემ, მიმი ჯავახიშვილმა, ანა კვერნაძემ, შემოქმედებითმა ჯგუფმა ,,ოჩოს ქოხი“, რომლის პროდიუსერიც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გახლავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არაჩვეულებრივი ქართული სულითა და ტემპერამენტით გაჯერებული ქორეოგრაფიული ნომერი წარმოგვიდგინა ქუთაისის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა.

დარბაზის ყველაზე სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი კი ქუთაისის უნივერსიტეტის ჰიმნი იყო, რომელიც სპეციალურად ამ დღისათვის შეიქმნა და რომელსაც ასრულებს ნიჭიერი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი ანრი ჯოხაძე. ამ დღეს შედგა აგრეთვე ჰიმნიზე შექმნილი კლიპის პრეზენტაცია.

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა სტუმარსა და ღონისძიების მონაწილეს.

შეგახსენებთ, რომ საიუბილეო დღეები ისევ გრძელდება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ.

ქუთაისი უნივერსიტეტის ჰიმნი ანრი ჯოხაძის შესრულებით

{Gallery dir='news/01-11-2011'}


ბოლო სიახლეები