ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

 

5 ნოემბერს გაიმართა უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ეკონომიკის და ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების ტენდენციები. კონფერენციაში საქართველოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი.

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ლელა ქელბაქიანი. პლენარული სხდომის მონაწილეებს მიესალმნენ ასევე  პროფესორები: ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი), კახაბერ ერაძე (ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა) და ნოდარ ხადური (თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

პლენარულ სხდომაზე მთავარი მოხსენება - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების SWOT–ანალიზის ფრაგმენტები“ წარმოადგინა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა იაშა (იაკობ) მესხიამ.

ამის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა სამუშაოდ სექციებში გადაინაცვლეს (ფუნქციონირებდა სხვადასხვა მიმართულების 4 სექცია).

მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტმა გამოსცა აღნიშნული კონფერენციის შრომების კრებული, სადაც ქართველ მეცნიერთა 81 მოხსენებაა წარმოდგენილი.

 

{Gallery dir='news/05-11-2011'}


ბოლო სიახლეები