ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ნიუპორტის დელეგაცია ქუთაისის უნივერსიტეტში

 

2011 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტს ეწვია ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქის -ნიუპორტის(უელსი)დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ნიუპორტ-ქუთაისის საერთასორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი სონია ფიშერი და ნიუპორტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი მარტინ ედვარდსი. ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა.მათ დაათვალიერეს კაბინეტ-ლაბორატორიები. განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ელექტრონული ბიბლიოთეკის მუშაობის მიმართ.

სტუმრებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან,პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.გამოიკვეთა ნიუპორტის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის მომავალი ურთიერთობის კონტურები.


ბოლო სიახლეები