ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ლექცია თემაზე: ,,წმინდა გორგის ცხოვრება და მოღვაწეობა“

22 ნოემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ლექცია თემაზე: ,,წმინდა გორგის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ლექცია წაიკითხეს მღვდელმა დავით იობიძემ და ასოც. პროფესორმა დავით შავიანიძემ.

დარბაზი სავსე იყო სტუდენტებითა და პროფესორ-მასწავლებლებით. ლექციის დასრულების შემდეგ მსმენელების ინტერესი მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე გაცემული ამომწურავი პასუხებით დააკმაყოფილეს მომხსენებლებმა.

დარბაზში მყოფებმა ერთმანეთს და სრულიად საქართველოს მიულოცეს დამდეგი~დღესასწაული.


ბოლო სიახლეები