ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო.“

29 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა _,,ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო.“ გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში გამოცემული ბეჭდური პერიოდული გამოცემების ყველაზე სრულყოფილ კოლექციას ფლობს. მასში დაცულია მასალები 1819 წლიდან დღემდე.

39-30 ნოემბრის გამოფენას თან ერთვოდა შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე, ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა. გაიმართა დისკუსიები ბიბლიოთეკების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობის თემაზე.

გამოფენა დაათვალიერეს და მოხსენებები მოისმინეს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ მოხსენება თემაზე: ,,რეკლამა ქართულ პრესაში.”


ბოლო სიახლეები