ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

„მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე ლატოია პეილი ქუთაისის უნივერსიტეტში…

„მშვიდობის კორპუსი“ ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით დაფუძნდა. „მშვიდობის კორპუსი“ საქართველოში 2001 წელს შემოვიდა. მას შემდეგ საქართველოში 400-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. კვალიფიციური ადამიანური რესურსების გამოყენების გზით „მშვიდობის კორპუსი“ ჩვენს ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, აგრეთვე საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
5 და 7 დეკემბერს აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე ლატოია პეილი ქუთაისის უნივერსიტეტში ტრეინინგებს ჩაატარებს. ჩვენი სტუმარი ჰიუსტონის (ტეხასის შტატი) სახელმწიფო უნივერსიტეტის „Sam”-ის კურსდამთავრებულია.

ამერიკელი სტუმრის ტრეინინგების განრიგი ასეთია:

 

თარიღი

დრო

ხანგრძლივობა

თემა

5 დეკემბერი, ორშაბათი

12: 00 – 13:30

1.5 სთ

მარკეტინგი (ბრენდინგი)

7 დეკემბერი, ოთხშაბათი

13: 00 – 16:00

3 სთ

სტრატეგიული დაგეგმვა

 


ბოლო სიახლეები