ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პროკრედიტ ბანკის ქუთაისის ფილიალის მმართველის ირაკლი ესართიას შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

 

15 დეკემბერს ჩვენს უნივერსიტეტს პროკრედიტ ბანკის ქუთაისის ფილიალის მმართველი ირაკლი ესართია ესტუმრა. შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც სტუმარმა ქუთაისის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს პროკრედიტ ბანკის „ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის“ პირობები დეტალურად გააცნო. აღნიშნული პროგრამა ცხადდება კვარტალში ერთხელ და ტარდება თბილისში. კურსის მსვლელობისას, რომელიც 6 თვე გრძელდება, მონაწილეები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, ხოლო რეგიონების წარმომადგენლებს ბანკი დროებითი საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს. ამასთან, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს „პროკრედიტბანკში“ დასაქმების კარგი შესაძლებლობა ეძლევათ.

„ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის“ პირობები ყველასათვის ხელმისაწვდომია და დევს პროკრედიტ ბანკის ვებ-გვერდზე, თუმცა ამ პირობების დეტალურად გაცნობის მიზნით საპატიო სტუმრის სპეციალური ვიზიტი კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისა, რაც ქუთაისის უნივერსიტეტისა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმრავლესობამ გამოხატა დიდი ინტერესი და მზადყოფნა პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე. იყო საინტერესო შეკითხვებიც და დისკუსიებიც.


ბოლო სიახლეები