ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ზეიმი ზღაპრის გმირებთან

სააქტო დარბაზი პატარების სიმრავლეს ვერ იტევდა. ლამაზად მორთული ნაძვის ხე, გაჩახჩახებული სცენა,თოვლის ბაბუა,ფიფქია და შვიდი ჯუჯა, მიკი მაუსები-ბავშვებს ზღაპრული სამყაროს იმიტაციას უქმნიდნენ...

28 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შვილებისა და შვილიშვილებისათვის მოეწყო საახალწლო კარნავალი.

უნივერსიტეტის რექტორატმა პატარებს მხიარული მუსიკალური გასართობი პროგრამა შეთავაზა საჩუქრებთან და ტკბილეულთან ერთად.

გასართობი ცენტრიდან მოწვეულ სტუმრებს სულ მალე დარბაზიდან პატარებიც შეუერთდნენ ლექსებითა და ცეკვა-სიმღერით.

საახალწლო ღონისძიებები უნივერსიტეტში გრძელდება. წინ კიდევ ერთი გრანდიოზული საზეიმო პროგრამა გველოდება......

{Gallery dir='news/29-12-2011'}


ბოლო სიახლეები