ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მრავალ ახალ წელს!!!

უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა  დამდეგი 2012 წლის მოახლოება გრანდიოზულად აღნიშნეს: გასართობი შოუ-პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემოგვთავაზეს, გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და დახვეწილი გემოვნებით შედგენილი სიურპრიზებით: იუმორი, ხალისი, სიმღერა, ევროპული თუ ნაციონალური ცეკვები.

კონცერტი საზეიმო სუფრით დასრულდა.

მადლობა ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომლებმაც ძალა, ხალისი და ენერგია არ დაიშურეს,რათა ყველაფერი ასე ლამაზად მოეტანათ მაყურებელთან: გიორგი ჩიხლაძე, ქეთევან რუხაია, ბექა მანაგაძე, ქეთევან ამბროლაძე, ირაკლი ყიფიანი, თამარ გოგგოძე, სალომე ქაჯაია, თორნიკე კალანდაძე, ჯუბა ჯიმშელეიშვილი, სოფიო ბერაძე, ქრისტინე ღლონტი და უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმერეთი“.

ქუთაისის უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს. მშვიდობა, სიყვარული და ბედნიერება დაგბედებოდეთ!!!

{Gallery dir='news/03-01-2012'}


ბოლო სიახლეები