ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტი საჯარო სკოლების დირექტორებს მასპინძლობს

 

ქუთაისის უნივერსიტეტში საშობაო-საახალწლო განწყობა გრძელდება: სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა შეხვედრები თუ კულტურული ღონისძიებები. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 11 იანვარს გაიმართა. უნივერსიტეტმა რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებს. გულთბილი და საქმიანი საუბარი უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სკოლის დირექტორებს შორის მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი გახლდათ, რადგანაც ორივე რგოლი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს-ახალგაზრდობის,ჩვენი მომავალი თაობის აღზრდასა და სწავლა-განათლების მიღებას ემსახურება.

შეხვედრის დასრულების შემდგომ სტუმრებმა საკოფერენციო  დარბაზიდან სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც პოეტმა და ჟურნალისტმა-ქალბატონმა ელისო ქაროსანიძემ საკუთარი ლექსები წაიკითხა,რასაც მსმენელების დიდი დაინტერესება მოყვა.

უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა  აქტიური და პერსპექტიული ურთიერთანამშრომლობის დაწყებისათვის და მათ საშობაო საჩუქრები გადასცა.{Gallery dir='news/12-01-2012'}


ბოლო სიახლეები