ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

2012/13 წლის ჩივინგის პროგრამა

 

ბრიტანეთის საბჭო აცხადებს კონკურსს 2012/13 წლის ჩივინგის სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოსაპოვებლად.

ჩივინგის პროგრამაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ თავიანთი საქმიანობის სფეროს ლიდერებს, ვინც მიღებული სტიპენდიის შედეგად შეძლებს ხელი შეუწყოს პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.

ჩივინგის პროგრამას აფინანსებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო ადმინისტრირებას უწევს ბრიტანეთის საბჭო.

სტიპენდიით უზრუნველყოფილია სწავლებისა და ცხოვრების საფასური 12 თვის განმავლობაში.

Chevening –ის პროგრამა ცხადდება შემდეგ სფეროებში:

  • კონფლიქტების მოგვარება
  • კანონის უზენაესობა; ადამიანის უფლებების დაცვა; სახელმწიფო მართვა
  • მედიის განვითარება, სასამართლო სისტემა და დემოკრატიული რეფორმა

განაცხადის შემოტანა ხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. განაცხადის  მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 20 დეკემბერი.
პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდებზე: www.britishcouncil.org


ბოლო სიახლეები