ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

გაეროს ასოციაციის პროექტი - „ახალგაზრდები კანონის უზენაესობისათვის“

ქუთაისის უნივერსიტეტის IV-კურსის სტუდენტებმა,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გაეროს ასოციაციის პროექტში_ „ახალგაზრდები კანონის უზენაესობისათვის“  ჩაატარეს პრეზენტაციები სისხლის სამართლის დარგში მიმდინარე რეფორმების შესახებ ქუთაისის საჯარო სკოლებში, კერძოდ თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ და „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“. პრეზენტაციები წარმატებით მიმდინარეობდა, დაისვა ძალიან საინტერესო კითხვები. დაინტერესებული მოსწავლეები და პედაგოგები აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას, მოთხოვნის შესაბამისად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას. დეკემბრის თვეში იგეგმება სადებატო კლუბი პედაგოგებთან, რომელსაც გაუძღვება ჩვენი კომპეტენტური ექსპერტები.

{Gallery dir='news/26-11-2010a'}

26  ნოემბერს კი ქუთაისის  უნივერსიტეტში გაიმართა იგივე პროექტის პრეზენტაცია( პრეზენტატორი ლევანი ვეფხვაძე)სტუდენტთა ფართო წრისათვის.

{Gallery dir='news/26-11-2010b'}

ბოლო სიახლეები