ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საერთაშორისო განათლების ცენტრი

 

1 - აკადემიური საბატიკურის გრანტები

 

საბატიკურის გრანტები  ითვალისწინებს პროფესიულ განვითარებას ალტერნატიულ აკადემიურ გარემოში, სადაც პროგრამის მონაწილეებს ექნებათ ინტელექტუალური განვითარებისათვის შესაბამისი გარემო და თავისუფლება, ამასთან ერთად იგულისხმება თანამშრომლობა აკადემიური ხელმძღვანელთან.

 

პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სწავლებისა და სასწავლო გეგმების შედგენის ინოვაციურ მიდგომების განვითარება,ასევე საერთაშორისო აკადემიურ ქსელებთან ხელმისაწვდომობის გაძლიერება და კონტაქტების გაღრმავება.

 

ყურადღება მიექცევა თუ როგორ შეძლებს განმცხადებელი კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას, სამეცნიერო ნაშრომების/კვლევების სწავლების პროცესში გამოყენებას სწავლების პროცესის დახვეწის მიზნით.

 

განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

პროფესიული სტატუსი: შედარებით ახალბედა/ დამწყები აკადემიური პერსონალი რომლის კარიერული მიზნები დაკავშირებულია უმაღლეს განათლებასთან

სრული აკადემიური პოზიცია - სრული განაკვეთი, ასევე განიხილება განაცხადები არასრული განაკვეთებიც რაც გულისხმობს სწავლებას რამოდენიმე სასწავლებელში

სათანადო აკადემიური გამოცდილება სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში

მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (ან დოქტორანტურის ბოლო ეტაპი).  ასევე განიხილება მაგისტრის ხარისხის მქონე პირების განაცხადები, თუკი მათ აქვთ სწავლების სათანადო გამოცდილება

 

საბატიკურის გრანტები იწყება 2013 შემოდგომაზე, გრძელდება 9 თვემდე და არ არის განახლებადი

 

პროგრამა არ ითვალისწინებს ოჯახის წევრების დაფინანსებას

 

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 თებერვალი 2013.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ფონდი ”საერთაშორისო       განათლების ცენტრი”.  ჭოველიძის ქ. 10 . ტელ:  (+995 32)2252615.  www.cie.ge

 


ბოლო სიახლეები