ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა

 

პროკრედიტ ბანკი აცხადებს მიღებას „ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაზე“.

 

 

სრული ინფორმაცია:

პროკრედიტ ჯგუფი მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის “უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი” ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს.

 

საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საკადრო პოლიტიკაა, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და მათ, ისევე, როგორც არსებული თანამშრომლების,  პროფესიულ განვითარებას.

 

პროკრედიტ ბანკი კვლავ აცხადებს მიღებას  „ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაზე“ და  დაინტერესებულ ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

 

პროგრამის  თეორიული ნაწილი ჩატარდება ჩვენს ტრენინგ ცენტრში, რომელიც მდებარეობს დიღომში. ხოლო პრაქტიკულ სამუშაოებს ახალგაზრდა ბანკირები გაივლიან საქართველოს მასშტაბით პროკრედიტ ბანკის ფილიალებსა თუ სერვის პუნქტებში.

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:

ზოგად კურსს  საბანკო საქმესა და ფინანსებში;

მაკროეკონომიკის საფუძვლებს;

ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკას;

ფინანსურ მათემატიკასა და ბუღალტერიას;

კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების საფუძვლებს;

პროექტების წერისა და მართვის ტექნიკებს;

ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

პროგრამის მსვლელობისას მონაწილეებზე  გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია, ხოლო რეგიონის წარმომდგენლებს ბანკი დროებითი  საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

ასაკი: 22-დან 32 წლამდე;

უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ეკონომიკა/საბანკო საქმე/ფინანსები);

მცირე სამუშაო გამოცდილება (სასურველია);

საბაზისო მათემატიკის ცოდნა;

ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;

ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

მიზანდასახულობა და ენერგიულობა;

გუნდურობა;

დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი;

მობილურობა: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობისთვის მზადყოფნა.

“ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის” მონაწილეთა  შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის სტანდარტული ეტაპების გავლას.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ “ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში” მონაწილეობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა;

 

გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც განაცხადის ფორმა სრულყოფილად ექნებათ შევსებული.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ ელექტრონული განაცხადის შევსება 2013 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. წელიწადში ტარდება 4 პროგრამა, შესაბამისად, შესარჩევი ეტაპები გაიმართება 4 ნაწილად.

 

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.procreditbank.ge და www.procredit-holding.com

 

“ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისა” და კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.procreditbank.ge/career

 


ბოლო სიახლეები