ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დასაქმების ფორუმი 2013

დღეს ქუთაისის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ და სტუდენტებს შეხვდნენ: ლელა კრასკოვსკაია-პერსონალის შერჩევის ოფიცერი(HR); ანა მაღლაკელიძე -HR ოფიცერი. ეს ერთგვარი საინფორმაციო შეხვედრა იყო, რომელიც ეხებოდა „დასაქმების ფორუმი 2013“ -ს, რომელიც გაიმართება ბათუმში, სასტუმრო შერატონ მეტეხში 19 აპრილს 12. 00 საათზე.უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნულ პროექტში ამჯერადაც ჩაერთვებიან.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დამსაქმებლებისა და არსებული ვაკანსიების შესახებ.

ქუთაისის უნივერსიტეტი უკვე ორი წელია თანამშრომლობს დასაქმების სააგენტო „ეიჩარ“-თან: მონაწილეობს დასაქმების ფორუმში,სადაც ხდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა დამსაქმებლებთან,რომლებიც ეცნობიან არსებულ ვაკანსიებს, ავსებენ აპლიკაციებს, გადიან გასაუბრება -ტესტირებას და იკავებენ სასურველ პოზიციებს სხვადასხვა დაწესებულებებში. „დასაქმების ფორუმი 2012“-ში მონაწილეობის შედეგად უკვე დასაქმებულია ქუთაისის უნივერსიტეტის რამოდენიმე სტუდენტი.

{Gallery dir='news/23-03-2013'}


ბოლო სიახლეები