ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

შეხვედრა სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელთან

 

29 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტს სტუმრობდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მიზანში სროლაში -  ქალბატონი ნინო სალუქვაძე. შეხვედრა ძალიან თბილი, გულწრფელი და უშუალო გამოვიდა.

სახელოვანმა სპორტსმენმა ახალგაზრდებს უამბო ფართო საზოგდოებისათვის ნაკლებად ცნობილი დეტალები თავისი სპორტული თუ პირადი ცხოვრებიდან. სტუდენტებმა დაუსვეს შეკითხვები, რომლებზეც მათ ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს რესპოდენტის მხრიდან. ადამიანს, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა თავისი  სპორტული წარმატებებით, სათქმელი ალბათ ყოველთვის ბევრი ექნება, მაგრამ აღსანიშნავია ამ ქალბატონის მოკრძალება საკუთარ თავზე საუბრისას: მისი საუბრის თემა უმეტესწილად ახალგაზრდებისათვის ხელისშეწყობას, მათთთვის თანადგომასა და სავარჯიშო პირობების შექმნას შეეხებოდა. ქალბატონმა ნინომ ძალიან დიდ პატივად მიიღო სტუდენტების მხრიდან ასეთი თბილი შეხვედრა და  მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებსა და შეხვედრის ორგანიზატორებს.

შეხვედრაზე  ნინო სალუქვაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქუთაისის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე ბატონი რეზო რობაქიძე და ქუთაისის სპორტული სკოლების გაერთიანების მმართველის მოადგილე ქალბატონი ნინო უჩაძე.

დასარულს, უნივერსიეტის რექტორმა - ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

{Gallery dir='news/29-04-2013'}


ბოლო სიახლეები