ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ხელშეკრულება უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის „კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა“ და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის

 

29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, უკრაინის ეროვნეულ მეცნიერებათა აკადემიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კიევის ეროვნული  უნივერსიტეტის „კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის „გამოყენებითი სისტემური ანალიზის ინსტიტუტის“  ხელმძღვანელთა სპეციალური მიწვევით, კიევში, სამუშაო ვიზიტით, იმყოფებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია უნივერსიტეტის დეკანის, პროფესორის, ბ-ნ კახაბერ გაბელაშვილისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, პროფესორის,  ქ-ნ თეა კორძაძის შემადგენლობით.

 

ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებას, ხსენებულ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომელიც ითვალისწინებს „...პარტნიორობას, თანამშრომლობას და სამეცნიერო გაცვლებს“,  კერძოდ:

 

  • სამეცნიერო, სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის გაცვლას;
  • ორგანიზაციის სრულყოფისა და განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სტრუქტურიზაციისა და კომპიუტერიზაციის საქმეში მიღებულ გამოცდილების გაზიარებას;
  • სამეცნიერო კუთხით სასტაჟირებო გაცვლებს, პროფესორ-მასწავლებელთა მრავალმხრივი დანიშნულების ორმხრივ მივლინებებს
  • სტუდენტთა გაცველებს;
  • მაგისტრთა მომზადებისთვის სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების ერთობლივად შემუშავებას

 

და სხვა.

 

ამასთანავე, კიეველი პარტნიორები, მობილობის ფარგლებში, უფასოდ მოამზადებენ ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ მათთან სასწავლად გაგზავნილ ქართველ სტუდენტებს.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით განისაზღვრა.

{Gallery dir='news/07-11-2013'}


ბოლო სიახლეები