ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

26 ნოემბერი-კიდევ ერთი გრანდიოზული ზეიმი

 

ქუთაისის უნივერსიტეტმა ტრადიციას არც წელს უღალატა და 26 ნოემბერს  გრანდიოზულად  საზეიმო გარემო  შექმნა ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში: უნივერსიტეტის 2012-2013 წლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები.

დარბაზი სავსე იყო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებით, კურსდამთავრებულებით, და არამარტო წლევანდელი: ღონისძიებაზე  თავი მოიყარეს უნივერსიტეტის წინა წლების კურსდამთავრებულებმაც. დარბაზში იმყოფებოდნენ სტუმრები ქალაქის თვითმმართველობიდან, საკრებულოდან, საქართველოს პარლამენტიდან, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებიდან, სამედიცინო დაწესებულებებიდან, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორებიდან.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა-ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა.

ქუთაისის უნივერსიტეტს წარმატებები უსურვა ფრაქცია ,,ოცნების“ ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელმა, პროფესორმა- ქალბატონმა მანანა მიქაძემ.

დარბაზი ტაშითა და ოვაციით შეხვდა დუეტ ,,ჯორჯიას“ გამოჩენას სცენაზე. მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის შესრულებულმა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ჰიტებმა კიდევ უფრო დაამშვენა საღამო.

საზეიმო შეხვედრის გახსნისა და დახურვის პატივი კი წილად ხვდა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,აფხაზეთს“ (ქორეოგრაფი არმაზ ყიფიანი).

საღამო მიყავდა ქუთაისის უნივერსიტეტის პიარ-მენეჯერს ქალბატონ ელისო ქაროსანიძეს.

{Gallery dir='news/27-11-2013'}



ბოლო სიახლეები