ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პირველი პრეზენტაცია

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საგნობრივ დეპარტამენტებთან ერთად რეგულარულად ახდენს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესაბამისობის მონიტორინგს იმ აქტივობებთან, რომელსაც თითოეული სასწავლო კურსი ითვალისწინებს. სხვადასხვა აქტივობებს შორის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი პრეზენტაციებს

სასიამოვნოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ სტუდენტები ყოველთვის პასუხისმგებლობითა და ინტერესით ეკიდებიან როგორც საპრეზენტაციო მასალების შერჩევას, ასევე მისი წარმოდგენის ფორმებსაც. ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის პირველი კურსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების სტუდენტთა  სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მიერ მომზადებულმა პრეზენტაციებმა  „საქართველოს ისტორიაში“( კურსის ხელ-ლი ასოც.პროფ. დავით შავიანიძე) საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა.     საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების ირგვლივ   ბევრი საინტერესო მასალა იყო წარმოდგენილი, გაფორმებული ფერადი სლაიდებით, მუსიკით, შესაბამისი ტექსტით. პირველკურსელთა  სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი პრეზენტაცია საკმაოდ წარმატებულად შედგა.  ცხადია, იყო გამორჩეული „ნაშრომები“, რომელთა ავტორებმაც მაღალი შეფასება დაიმსახურეს:მარიამ გაჩეჩილაძე, ანა გოგოლაშვილი, ნინო გურალია, ნინო დოლიაშვილი, მარი კიტმირიდი, ნესტან გაბრიაძე, თეონა ფანცხავა, ლევან ცქიფურიშვილი, ლიკა სიჭინავა, ნატო ყიფიანი.

{Gallery dir='news/09-12-2013'}


ბოლო სიახლეები