ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუ მოხალისედ ჩაერთო პროექტში, რომელსაც განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი აფინანსებს

 

ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მირზა ხიდაშელმა და ელგუჯა დეისაძემ ამა წლის 26 ნოემბერს და 3 დეკემბერს ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში ჩაატარეს ბიზნეს ტრეინინგები პროექტის  „ქართული ბიზნესი დღეს და ხვალ“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი. მასში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა უცხოური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ქვემოთ უცვლელად წარმოდგენილია პროექტის ერთ-ერთი მონაწილის, ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნათია კალანდაძის მოკლე ანგარიში ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტრეინინგის შესახებ:

 

„03.12.13 ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,მცირე და საშუალო ბიზნესი“ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწისა და ასისტენტ პროფესორის ელგუჯა დეისაძის მიერ. სტუმარმა შეძლო იმ აუდიტორიის დაინტერესება, რომელიც ფაქტიურად პირველად ისმენდა ასეთი სახის ტრენინგს (აქ მონაწილეობენ ძირითადად იმ კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჯერ არ სწავლობენ ეკონომიკას, როგორც საგანს). პროექტის მონაწილეები აკეთებდნენ ჩანაწერებს, ყურადღებით ისმენდნენ პრეზენტაციას, ერთვებოდნენ დისკუსიაში. ბატონმა ელგუჯამ პრეზენტაციის დროს გამოიყენა სტატისტიკური მონაცემები, შეადარა ერთმანეთს მცირე და საშუალო ბიზნესის მიღწევები ჩვენთან და უცხოეთში, აკეთებდა ანალიზს და მივყავდით ლოგიკურ დასკვნამდე. ამ პროექტის მიზანი კი არის შემდეგი: მოსწავლეებში ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება, ბიზნესის ძირითადი პრინციპების შესწავლა, რომელიც საჭიროა ეროვნული ეკონომიკის ცვლილებების გასაგებად და შესაფასებლად. საბაზრო ეკონომიკურ გარემოში ადაპტირება, საკუთარი როგორც მოქალაქის, მომხმარებლის, მეწარმის როლის გააცნობიერება. მისასალმებელია, რომ ბატონმა ელგუჯამ შეძლო ამ მიმართულებით წაეყვანა სამიზნე აუდიტორია, მას მართლაც აქვს ის პროფესიონალიზმი, რაც გვაძლევს იმედს, რომ მასთან თანამშრომლობით ბევრ დადებითს მიიღებს ჩვენი პროექტი.“

{Gallery dir='news/10-12-2013'}


ბოლო სიახლეები