ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ჩვენც მოვხუცდებით...“

 

,,ჩვენც მოვხუცდებით...“- ასე უწოდეს სტუდენტებმა ღონისძიებას, რომელიც მათ 19 დეკემბერს-წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს მოხუცთა თავშესაფარში ჩაატარეს.

ქუთაისის უნივერსიტეტს ტრადიციად აქვს ქცეული ნიკოლოზობის დღესასწაული საზეიმოდ მიულოცონ ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციალებს.

ყოველ წელს უნივერსიტეტის წარმომადგენლები საჩუქრებითა და ტკბილეულით ხელდამშვენებულები განსხვავებული პროგრამით სტუმრობენ  მოხუცებს. ამჯერად უნივერსიტეტის თატრალურმა დასმა წარმოადგინა  მონოსპექტაკლები; არც მასპინძლები დარჩენილან მხოლოდ მაყურებლის როლში: გახარებულებმა და გახალისებულმა მოხუცებმა  თავადაც მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებაში და რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

დასასრულს მათ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორსა და აქციის მონაწილე სტუდენტებს.

{Gallery dir='news/20-12-2013'}


ბოლო სიახლეები