ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საგრანტო კონკურსი

 

29 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა ტესტირება ზოგად უნარებში ქუთაისის უნივერსიტეტის  აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.

ტესტირებაში მონაწილეობაზე რეგისტრაცია გაიარა 400-მდე აბიტურიენტმა - დასავლეთ საქართველოსა და ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლებიდან. ტესტირება ერთიანი ეროვნული გამოცდების იდენტურად მიმდინარეობდა.

დამკვირვებლებად აუდიტორიებში უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტის აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.

კონკურსის შედეგები  ცნობილი გახდება და გამოქვეყნდება  უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დასრულებისთანავე


ბოლო სიახლეები