ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი''

 

2014 წლის 7 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტს ესტუმრნენ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები და სტუდენტებს წარმოუდგინეს პროექტი-,,ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“.

პროექტის ძირითადი მიზანი გახლდათ ის, რომ ახალგაზრდებს შეუქმნან სტიმული, რათა იფიქრონ საკუთარ როლზე, საკუთარ ქალაქზე, ცვლილებებზე ქალაქში და დაეხმარონ არჩევნების შემდეგ რეალურად ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. აღნიშნული პროექტი ემსახურება ახალგაზრდობის როლის გაზრდას ქუთაისის ცხოვრებაში.

საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი სტუდენტებისთვის პროექტი მეტად საინტერესო აღმოჩნდა; დაისვა შეკითხვები  აუდიტორიის მხრიდან, რომლებზეც მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს.


ბოლო სიახლეები