ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პროექტი-,,გაიცანი და გააცანი'' DGFTA.

 

14 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის , ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს. სტუმრებმა წარმოგვიდგინეს პროექტი -,,გაიცანი და გააცანი DCFTA“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა სემინარები სტუდენტებისათვის შეთანხმების ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ დისკუსიაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობისათვის.

სემინარი ჩაატარეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის ექსპერტებმა. სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ვრცელი ინფორმაცია DCFTA-ს სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, რომლის შემდგომაც გაიმართა საინტერესო დისკუსია.

პროექტის ორგანიზატორებმა ქუთაისის უნივერსიტეტს გადასცეს სერტიფიკატი პროგრამაში აქტიური მონაწილეობისათვის.


ბოლო სიახლეები