ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი განხილვა

 

მიმდინარე წლის 8 მაისს გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის სხდომა, რომელზეც მოეწყო დოქტორანტ მირზა ხიდაშელის საკვალიფიკაციო ნაშრომის „საქართველოს საფინანსო სისტემის პერსპექტივები პოსტ-კრიზისული გამოწვევების ფონზე“ (ხელმძღვანელი პროფ. გოჩა თუთბერიძე)  წინასწარი განხილვა.

სხდომაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ნ. ჩიხლაძე, ლ. ელიავა, ი. არჩვაძე, ასოცირებული პროფესორები:  ნ. ხაზარაძე, კ. გაბელაშვილი, გ. შანიძე, ვ. გურაბანიძე, დ. მაღლაკელიძე, ხ. შალამბერიძე, გ. უფლისაშვილი, ე. ბაბუნაშვილი, თ. ვალიშვილი, ს. სვანაძე, ასისტენტ პროფესორები - ა. იფშირაძე, მ. ყიფიანი,  რ. კამლაძე.

დოქტორანტმა მოახდინა თემის პრეზენტაცია, დაასაბუთა თემის აქტუალობა, წარმოაჩინა კვლევის შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები. შემდგომ, თავიანთი შეფასებები წარმოადგინეს სადისერტაციო საბჭოს მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა, ასოც. პროფესორებმა: გურამ უფლისაშვილმა, ხათუნა შალამბერიძემ და ეკა ბაბუნაშვილმა.

სხდომის გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ნაშრომის მიეცა შემდგომი მსვლელობა.

{Gallery dir='news/14-05-2014'}


ბოლო სიახლეები