ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუდენტური დღეები 2014

 

,,სტუდენტური დღეები 2014- ევროპული მომავლისთვის“ დასასრულს მიუახლოვდა.

6 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება სტუდენტური დღეების საზეიმო დახურვა, სადაც პრიზები და დიპლომები გადაეცემათ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

ქუთაისის უნივერსიტეტი წელსაც აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ დღეებში:  ,,რა?  სად? როდის?“თამაშები; იუმორისტული, თეატრალური და ორიგინალური დადგმები; მუსიკალური ბენდების კონკურსი.

ბენდების კონკურსი ქალაქ ხობის კულტურის სახლში  გაიმართა,სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან  ათი საშემსრულებლო მუსიკალური ჯგუფი. სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კონკურსში ქუთაისის უნივერსიტეტის მუსიკალურმა ბენდმა ჟიურის სიმპატიის პრიზი დაიმსახურა.

ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას!

{Gallery dir='news/02-06-2014'}


ბოლო სიახლეები