ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ადგილობრივი თვითმმართველობის არსი“

 

,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ 6 ივნისს ქუთაისის უნივერსტიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა თემაზე-,,ადგილობრივი თვითმმართველობის არსი“.

შეხვედრა აპოლიტიკური გახლდათ. შოთა მურღულია სტუდენტებს ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა: 
,, კარგმა მენეჯერმა ქალაქის შემოსავლები უნდა გაზარდოს და ყოველწლიურად უნდა ეცადოს რომ ადგილობრივი შემოსავლები გახდეს მზარდი“-აღნიშნა მან. 
სტუდენტებსა და ქუთაისის მერობის კანდიდიდატს შორის შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმის ფორმატით წარიმართა. სტუდენტების მთავარი კითხვა და ინტერესი იყო, თუ როგორ ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგგვა და  ასევე  სხვადასხვა ეკონომიკური საკითხების წარმართვა.
შოთა მურღულია წლებია ეწევა პედაგიგიურ მოღვაწეობას  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. მისი დიდი სურვილია გამარჯვების შემთხვევაში  ქალაქის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტასთან ერთად , ასევე გარკვეული დრო სტუდენტებს დაუთმოს.

{Gallery dir='news/06-06-2014'}


ბოლო სიახლეები