ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

იმედის გმირი-თამარ გავაშელაშვილი

 

8 ივნისს უნივერსიტეტის სტუდენტები ტელეკომპანია ,,იმედის“ პროექტ- ,,იმედის გმირები“-ის გმირს, რამდენიმე კრებულის ავტორს და სამოქალაქო თავდადებისათვის მედალოსან თამარ გავაშელაშვილს ესტუმრნენ.

ქალბატონმა თამარმა 20 წლის წინ დაარსა თერჯოლის იმედის სახლი და კეთილი საქმის კეთება ცხოვრების მისიად აქცია. მას  მთელი საქართველო იცნობს.

ადამიანი, რომელიც საწოლს არის მიჯაჭვული, რომელსაც ერთ მტკაველ მიწაზეც არ შეუძლია ფეხი დაადგას, სიკეთის მსახურებას წირავს ძალასა და ენერგიას.

დახმარება ყველაზე მეტად  ახლა მას ესაჭიროება. იმისათვის რომ მან სიარული შეძლოს, საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა საჭირო.

უნივერსიტეტმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანა საქველმოქმედო ღონისძიებაში და პირადად მოინახულეს იმედის გმირი.

ქალბატონი თამარი მოკლედ და მოკრძალებულად  ესაუბრა  სტუდენტებს თავისი საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ და ყველას უსახსოვრა თავისი პოეზიის კრებული.

ვუსურვებთ ამ კეთილშობილ ადამიანს  მალე გამოჯანმრთელებას!

{Gallery dir='news/09-06-2014'}


ბოლო სიახლეები