ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პირველი სტუდენტური კონგრესი სიღნაღში

 

20-21 ივნისს, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ორგანიზებით სიღნაღში პირველი სტუდენტური კონგრესი- „სტუდენტური პერსპექტივები და გამოწვევები“ ჩატარდა.

კონგრესში, რომელიც სტუდენტური პრობლემატიკის წარმოჩენას ისახავს მიზნად მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ კონგრესში საქართველოს სხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კონგრესი გახსნეს ,,ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" თავმჯდომარემ ნინო შარაშიძემ, განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტმანეტის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ასანიძემ.

კონგრესის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები აისახება ერთიან დოკუმენტში, რაც სტუდენტურ თვითმმართველობებს ეფექტურ განვითარებაში შეუწყობს ხელს, დაინტერესებულ სახელმწიფო სტრუქტურებს კი სტუდენტებისთვის უფრო პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

მიუხედავად დატვირთული სამუშაო განრიგისა, საქმიან რითმს არაჩვეულებრივად ერწყმოდა კულტურულ-გასართობი პროგრამა, რომელმაც კიდევ უფრო დაახლოვა ახალგაზრდები.

{Gallery dir='news/24-06-2014'}


ბოლო სიახლეები