ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კონკურსი

 

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს (ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება N34, §1,  01.07. 2014წ.)  ასოცირებული პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში:

სისხლის სამართლის მიმართულება -   1  საშტატო ერთეული

კერძო სამართლის  მიმართულება -   1  საშტატო ერთეული.

 

კონკურსის პირობები შესაბამისობაშია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 33, 34 და 35-ე მუხლთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის  N99/ნ ბრძანებასთან და ქუთაისის უნივერსიტეტის მოქმედ წესდებასთან, უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დაკავების დებულებასთან.

მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

1. ასოცირებული პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის პირი, რომელიც მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი
  • ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სულ მცირე 3  წლის გამოცდილება

2. საბუთების მიღების ვადები განისაზღვროს 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით.  10-დან 17 საათამდე, შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 8 სექტემბრისა, გაფორმდეს ხელშეკრულება შერჩეულ კანდიდატთან არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

 

  1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ
  2. ერთი ფოტოსურათი ზომით 3x4
  3. პირადობის მოწმობის ასლი
  4. CV ქართულ და ინგლისურ ენებზე (დამტკიცებული ფორმის მიხედვით, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია)
  5. წერილობითი თანხმობა, აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკრედიტაციის მიზნებისათვის ქუს პროფესორად დაფიქსირების შესახებ
  6. არჩეული საგნების სწავლების კონცეფცია
  7. სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
  8. სამეცნიერო და აკადემიური ხარისხების დასადასტურებლად წარმოადგინეთ შესაბამისი დიპლომების ორიგინალები და მათი ქსეროასლები
  9. სტატია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ჟურნალის ან ჟურნალიდან ქსეროასლის სახით, თანდართული სარჩევის იმ გვერდის ასლით, რომელზეც აღნიშნული სტატიაა მითითებული
  10. დაცული დისერტაციის ხელმძღვანელობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება შესაბამისი ჩანაწერი ავტორეფერატის სატიტულო ფურცელზე, ხოლო სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში თვით ნაშრომის სატიტულო ფურცელზე (ორიგინალის სახით). მიმდინარე დისერტაციის ხელმძღვანელობის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება სადისერტაციო საბჭოს/დეკანის მიერ დამოწმებული ამონაწერი შესაბამისი ოქმიდან
  11. კვლევით პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება დიპლომი ან სხვა რაიმე ცნობა, სადაც მითითებული იქნება გრანტის გამცემი ორგანიზაცია, გაცემის წელი და ნომერი
  12. სარედაქციო საქმიანობის დამადასტურებლად ჩაითვლება შესაბამისი ჟურნალის რომელიმე ნომერი
  13. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება შრომის წიგნაკის ჩანაწერების კანცელარიის მიერ დამოწმებული ქსეროასლი ან ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან
  14. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოადგინეთ ამ კონფერენციის კრებულის ორიგინალი და თეზისის ქსეროასლი
  15. გამოქვეყნებული წიგნების ავტორობის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი წიგნი
  16. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი სერთიფიკატის ორიგინალი და ქსეროასლი.
  17. საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მუშაობის გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა შესაბამისი გრანტის გამცემი ან განმახორციელებელი ორგანიზაციიდან.
  18. დისტანციური სწავლებისათვის წარმოსადგენი თემა დამუშავებული უნდა იყოს დისტანციური სასწავლო კურსის წარმოდგენის ინსტრუქციის მიხედვით.

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქუთაისის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.unik.edu.ge და კადრების განყოფილებაში.

მის.: ქუთაისი, წერეთლის ქ. № 13, მე-2 სართული

ტელ.: 24-33-14, 24-23-73, 24-52-97, e-mail: [email protected]

საკონტაქტო პირი: ჟენი ენდელაძე


ბოლო სიახლეები