ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GELA-სა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის

 

ახლახანს გაფორმდა ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის.

მემორანდუმი, რომელშიც  ჩართულია საქართველოს 22 უნივერსიტეტი ითვალისწინებს  სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო სფეროში  შესაძლებლობის მაქსიმალურად განვითარებისათვის ხელშეწყობას და მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას.

მემორანდუმის პირობის თანახმად  სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია(GELA) და უნივერსიტეტები ითანამშრომლებენ სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამების დანერგვის, მონიტორინგისა და შეფასების, სამოქალაქო განათლების ლექტორთა პროფესიული განვითარებისა და კლასგარეშე სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობების კუთხით.

თანამშრომლობის მიზანია საქართველოში განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების კურსის-,,დემოკრატია და მოქალაქეობა“ დანერგვის გზით, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობისა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.

მემორანდუმს ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და მის ფარგლებში მუშაობა განხორციელდება 2018 წლის 30 ივნისამდე.

 

{Gallery dir='news/02-07-2014'}


ბოლო სიახლეები