ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ზეიმი პატარებისთვის

 

დეკემბრის თვეში დაგეგმილ საქველმოქმედო აქციებს ქუთაისის უნივერსიტეტში საზეიმო კონცერტი მოყვა:

25 დეკემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტრადიციად ქცეული საახალწლო კარნავალი გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების პატარებისათვის.

ლამაზად მორთული დარბაზი სავსე იყო თვალებგაბრწყინებული ბავშვებით, სტუდენტებითა და თანამშრომლებით.

სცენაზე პატარებთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ სხვადასხვა ზღაპრის  გმირები. მათი მხიარული სიცილი, შეძახილები და საზეიმო განწყობა   უფროსებსაც გადაედო და  მთელ დარბაზში იგრძნობოდა საახალწლო განწყობა.

დასასრულს, თოვლის ბაბუამ დამდეგი ახალი წელი მოგვილოცა და ბავშვებს მათთვის მომზადებული ტკბილეული და საჩუქრები ჩამოურიგა.

სულ მალე ახალი წელიც შემოაღებს კარებს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს იგი ყოველი ჩვენგანისათვის!


ბოლო სიახლეები