ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მოიპოვე გრანტი, ისწავლე უფასოდ!

 

ქ უ თ ა ი ს ი ს  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი

შენი წარმატება იწყება აქ!

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

გეძლევათ უნიკალური შანსი ისწავლოთ უფასოდ!


უნივერსიტეტი წელს უკვე მეექვსედ ატარებს კონკურსს აბიტურიენტებისათვის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. მონაწილეები ტესტირებას გაივლიან ზოგად უნარებში. გრანტი გათამაშდება ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის. მათგან I, II, III, შედეგის მქონე პირები შესაბამისად მიიღებენ ერთ 100%-იან და ორ 50%-იან დაფინანსებას.

თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი შეუნარჩუნდებათ სტიპენდიის სახით.

კონკურსი გაძლევთ შანსს:

  • დაადგინოთ რამდენად  მზად ხართ  ზოგადი უნარების გამოცდის ჩასაბარებლად.
  • დარწმუნდეთ თქვენს ფსიქოლოგიურ მზადოფნაში.
  • მოიპოვოთ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ერთი 100%-იანი და ორი 50%-იანი  სასწავლო გრანტი 4 წლის მანძილზე.
  • სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში უფასო სწავლის პარალელურად მოიპოვოთ სოლიდური ყოველთვიური სტიპენდია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებს ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე პირებს. კონკურსისათვის შერჩეული ტესტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატისაა. მაქსიმალური ქულა -80, გრანტის მოსაპოვებლად საჭირო  მინიმალური ქულაა -40 .

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქუთაისის უნივერსიტეტში პირველ სართულზე ან ინტერნეტით ფოსტაზე: [email protected].

რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოთ:

  • ცნობა სკოლიდან, რომ ირიცხებით XII კლასის მოსწავლედ ან სრული ზოგადი განათლების ატესტატი,
  • პირადობის მოწმობის ასლი.

ვადები:

  • რეგისტრაცია - არაუგვიანეს 26 მარტისა.
  • ტესტირება - 28 - 29 მარტი.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

გისურვებთ წარმატებებს!

ქ.ქუთაისი, წერეთლის ქ. # 13, www.unik.edu.ge

ტელ:  0 (431) 24 23 73 ; + 995 599 50 59 56 ; +995  514 70 44 07


ბოლო სიახლეები