ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

თქვენთვის, აბიტურიენტებო!

 

ქუთაისის უნივერსიტეტი 019


,,შენი წარმატება იწყება აქ!


დედაქალაქის გარეთ ერთადერთი კერძო ავტორიზებული და აკრედიტებული უნივერსიტეტი მთელ საქართველოში.

აირჩიე სასურველი პროგრამა

  • ეკონომიკა 019–01–01
  • ტურიზმის მენეჯმენტი  019–01–02
  • ბიზნესის ადმინისტრირება  019–01–03

მიიღე ხარისხიანი განათლება საუკეთესო სასწავლო გარემოში:

  • ევროპული დონის ინფრასტრუქტურა
  • მაღალკვალიფიციური პროფესურა
  • შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები
  • მაღალ დონეზე ორგანიზებული სასწავლო პროცესი

ისწავლე ევროპაში უფასოდ!

  • ქუთაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დიდი არჩევანია!
  • მაღალი აკადემიური მოსწრების  სტუდენტები სასწავლებლად მიემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
  • უნივერსიტეტს პირველი ადგილი უჭირავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობით საქართველოს კერძო უნივერსიტეტებს შორის.

დასაქმდი პროფესიის შესაბამისად!

დასაქმებულთა ერთ–ერთი ყველაზე მაღალი - 54%–იანი მაჩვენებელი საქართველოში – ქუთაისის უნივერსიტეტის ყოველი მეორე კურსდამთავრებული დასაქმებულია!

ქუთაისის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პრაქტიკას და სტაჟირებას საქართველოს წამყვან ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებში!

სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნივერსიტეტი გაძლევს შანსს სწავლის პარალელურად დასაქმდე, გაემგზავრო უცხოეთში და გაიარო სასწავლო პროგრამა დისტანციურ რეჟიმში .

გაერთე სწავლასთან ერთად!

  • ლიტერატურული საღამოები
  • საზეიმო შეხვედრები
  • სტუდენტური სპექტაკლები
  • ექსკურსიები
  • სპორტული შეჯიბრებები
  • სტუდენტური დღეები
  • თეატრალური
  • მხიარულთა და საზრიანთა გუნდი
  • შვიდკაცა რაგბის გუნდი ,,აია“
  • სპორტული სექციების ფართო არჩევანი: ჭადრაკი, შაში, ფეხბურთი, კალათბურთი
  • ინტელექტუალური თამაშების „რა? სად? როდი?“ კლუბი

 

აირჩიე 019 და გახდი ყოველივე ამის მონაწილე!

ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო გრანტი


უნივერსიტეტი წელს  უკვე მეექვსედ ატარებს კონკურსს აბიტურიენტებისათვის  აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. მონაწილეები ტესტირებას გაივლიან ზოგად უნარებში. გრანტი გათამაშდება ქუთაისის უნივერსიტეტში  ჩარიცხულ აბიტურიენტთა შორის; მათგან პირველი, მეორე და მესამე შედეგის მქონე პირები შესაბამისად მიიღებენ ერთ 100%-იან და ორ 50-იან% დაფინანსებას.

თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი შეუნარჩუნდებათ სტიპენდიის სახით.

ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი თქვენ გაძლევთ შანსს:

  • დაადგინოთ, რამდენად ხართ  მზად ზოგადი უნარების გამოცდის ჩასაბარებლად;
  • დარწმუნდეთ თქვენს ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში;
  • მოიპოვოთ ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული  ერთი 100%-იანი და ორი  50%-იანი სასწავლო გრანტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებს ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე პირებს.

კონკურსისათვის შერჩეული ტესტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატისაა. მაქსიმალური ქულა 80, გრანტის მოსაპოვებლად საჭირო მინიმალური ქულა 40.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქუთაისის უნივერსიტეტში, ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელ: 599 50 59 56 ;  514 70 44 07 ან  ინტერნეტით  ფოსტაზე: [email protected].

რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოთ:

  • ცნობა სკოლიდან, რომ ირიცხებით XII კლასის მოსწავლედ ან სრული ზოგადი განათლების ატესტატი,
  • პირადობის მოწმობის ასლი.

ვადები:

  • რეგისტრაცია - არაუგვიანეს 26 მარტისა.
  • ტესტირება - 28 - 29 მარტი.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

ისარგებლე სოციალური პროექტებით

უნივერსიტეტში სწავლის წლიური გადასახადი 2250 ლარია, მაგრამ

  • აირჩიე განაცხადში პირველ ადგილზე ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროგრამა და შეამცირე  წლიური გადასახადი 2000 ლარამდე!
  • უნივერსიტეტის სამივე პროგრამის – 019–01–01, 019–01–02, 019–01–03 პირველ სამ ადგილზე არჩევის შემთხვევაში შეამცირე წლიური გადასახადი 1800 ლარამდე !

ისარგებლე სწავლის წლიური საფასურის გადახდის შენთვის ხელსაყრელი გრაფიკით!

გადაიხადე სწავლის საფასური უნივერსიტეტში არსებული 0%–იანი განვადებით საგარანტიო უზრუნველყოფის გარეშე!

მოიპოვე სტიპენდია!

წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა კატეგორიის სტიპენდიებს, მათ შორის უნივერსიტეტის დამფუძნებელთა - ვალერიან ქელბაქიანის და რევაზ ლაღიძის სახელობით სტიპენდიებს!

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.              599 50 59 56; 0431 24-23-73

514 70 44 07; 0431 25-12-73

www.unik.edu.ge


ბოლო სიახლეები